თეგი: გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეუჩერებლობა მსოფლიოს გლობალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. „ვგულისხმობ ყველა საშუალებას, თუ ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი. არჩევანი ჩვენს ხელშია. ვპუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და რომ მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს უკრაინელებს ყველანაირი საშუალებით.“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინიცის აეროპორტი სრულიად განადგურდა. ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე ტერორისტებისთვის

გიტანას ნაუსედა: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი და დაუწესონ სანქციები ყველა რუსულ ბანკს. გიტანას ნაუსედამ მოუწოდა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით. „ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა თავდაცვითი იარაღი. იმედი მაქვს, ამ გზით უკრაინა მიაღწევს გამარჯვებას და მშვიდობას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.  გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა მოითხოვა რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა და სანქციების დაწესება ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. „მრავალი წლის განმავლობაში ლიეტუვას ჰქონდა გაზის მხოლოდ ერთი წყარო და ეს იყო რუსეთი. ჩვენ მოვახერხეთ აგრესორთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა და მჯერა, რომ დანარჩენი ევროპა ამას შეძლებს. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის და ლიეტუვა მხარს დაუჭერს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირში. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში: ჩვენი მიზანია, უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს, პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დავუჭიროთ

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება მიულოცა, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.  „დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ!“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.

გიტანას ნაუსედა: ევროკავშირის გზავნილი არ უნდა მიიღოთ, როგორც გზავნილი იმედგაცრუებისთვის

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გზავნილი არ უნდა მიიღოთ, როგორც გზავნილი იმედგაცრუებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა „ჩვენთვის ეს მომენტი იყო უდიდესი მოტივაცია, რათა რეფორმების იმპლემენტაცია მოგვეხდინა და თან სწრაფად, ძალიან სწრაფად წავსულიყავით წინ და მიგვეღწია საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ქართველი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენონ სიძლიერე რეფორმების განსახორციელებლად და დაეწიონ იმ ქვეყნებს, რომლებსაც შედარებით ადრე მიიპატიჟებენ ამ გზაზე“, - განაცხადა ნაუსედამ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: მეტს ვიმსახურებდით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა  

გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდებს მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში.  მისი თქმით, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ლიეტუვამ ​რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა საკუთარი თავი. „პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთესად, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე მესმის მათი მდგომარეობის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა სწორი გზით მიდიოდა. და რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  

გიტანას ნაუსედა უკრაინაშია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ ნაუსედა უკრაინას განსაკუთრებულ დღეს ეწვია, როდესაც ქვეყანა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს. ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართავს უმაღლესი რადიდან. უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს პირველად აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას კომენტარზე დაყრდნობით, უკრაინული მედია 26 ივლისს იუწყებოდა, რომ პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. პოლონეთის და ლიეტივის პრეზიდენტები უკრაინაში ომის პერიოდში აქამდეც იმყოფებოდნენ.

ლიეტუვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას უჭერს მხარს

ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მხარს დაუჭერს გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება ადრე დაწყებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ამ რთული გზის გადალახვაში. ჩვენ გავაგრძელებთ საექსპერტო მხარდაჭერას და თქვენთან ერთად ვეცდებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ნაუსედა კიევს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეწვია.  

ნაუსედა: დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა

ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გიტანას ნაუსედამ პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. „დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა. ძალას ვუსურვებ ზელენსკის და უკრაინას, რომლებიც წარმოუდგენელი გამბედაობით, დაუმორჩილებლობით, ღირსეულად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ნაუსედა.  

გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად

ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“ ილონ მასკს გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკს უპასუხა „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ილონ მასკის გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და  „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს". მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გიტანას ნაუსედა: ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან იმ ქვეყნების ხილვა, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ

„ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ“, - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების გუშინდელი შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი და საჭირო იყო, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო „ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ კომპრომისისთვის მიეღწიათ. მე გუშინ ვნახე ნება და სურვილი კომპრომისების ძიების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს. რაც შეეხება უკრაინას, მათ სჭირდებათ დახმარება. ეს ახალგაზრდები უკრაინის ხვალინდელ დღეს წარმოადგნენ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერია და ამჯერად გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.  

ლიეტუვის პრეზიდენტი: NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს

„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან, სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ“, - ასე ეხმაურება პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian „მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია - ლიეტუვის პრეზიდენტი

"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.  

ნაუსედა მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერის ტემპი გაზარდონ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ და მისი ტემპი გაზარდონ, რათა გამარჯვება მოაახლოონ. ამის შესახებ ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, 2023 წელს ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. „ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს აგრესორს. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და უზრუნველყოფს სამხედრო წვრთნას უკრაინელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მოკავშირის მხარდაჭერის ტემპის გაზრდას. გამარჯვება ახლოსაა“, - წერს ნაუსედა.

ლიეტუვის პარლამენტმა ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა

ლიეტუვის პარლამენტმა თავისუფლების დამცველთა დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა. ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად ესწრებოდა. მან სიტყვით მიმართა პარლამენტარებს, ხოლო ჯილდო მისი სახელით ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრ ბეშტამ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ზელენსკის ლიდრობამ შთააგონა უკრაინელებს, ისე როგორც დასავლეთის ლიდერებს, რომ მეტი გაეკეთონ ომის დასასრულებლად.   

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და პასუხისმგებლობის დროც დადგება. ამით ნაუსედა რუსეთის ძალების მიერ დნიპროზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - როგორც დღეს დნიპროში - არასოდეს აპატიებენ და დაივიწყებენ. პასუხისმგებლობის დრო მოვა“, - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.  

გიტანას ნაუსედა: გულწრფელად გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს გზა არ არის მოკლე და მარტივი, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა

„ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული მხარდამჭერია. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მოკლე და მარტივი, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც კეთილდღეობა მოაქვს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის. „ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გახდება მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები“, - გნააცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული მისწრაფებები. გიტანას ნაუსედას თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.  „ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა - გიტანას ნაუსედა

სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან.  

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას არ აძლიერებს - გიტანას ნაუსედა

ლიეტიუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.  ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა - ნაუსედა

ალბათ, ლიეტუვა არის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ყველაზე ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, -  შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი „მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ღია იყოს ვილნიუსშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავაგზავნოთ ამ კარის გახსნისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, რადგან ახლა უკრაინაც ამას გვეკითხება, რომ თუ კარი ღიაა, სად არის ეს კარი“, – განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.   მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ნაუსედა: ბალტიის რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს

ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბალტიის რეგიონში კვლავ უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს. ნაუსედა მის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ „რეგიონში ბელორუსიდან წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისგან „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა. „ვაგნერელების“ პოტენციური განლაგების, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების და ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ახალი „აგრესიული რიტორიკის“ გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ჯარი ლიეტუვის საზღვრებთან რამდენიმე საათში აღმოჩნდება. აქ „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა,“ - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოწინავე თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა დაახლოებით, სამი კვირის წინ განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევდა. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters  

ნაუსედას თქმით, NATO-მ რუსეთის საზღვარზე მუდმივი ბაზები უნდა შექმნას

NATO-მ უნდა დაარსოს მუდმივი სამხედრო ბაზები რუსეთის საზღვართან, უარი თქვას 1997 წლიდან დადებულ პირობაზე, განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 11 ივლისს. ნაუსედას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას ადრე აღებულ შეზღუდვებზე და რუსეთის საზღვართან მუდმივი სამხედრო ბაზების ორგანიზება მოახდინოს. მისივე თქმით, რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმად, ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს. „რადგან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ეს აქტი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენ კვლავინდებურად სტრატეგიული ამბივალენტობის რუხ ზონაში დავრჩებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელ აქტს ხელი 1997 წელს მოეწერა. ნაუსედა: ბალტიის რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს  

ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია

სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. „მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით - მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“ - წერს ზურაბიშვილი. პრეზიდენტი 26 სექტემბერს, ლატვიაში, პრეზიდენტ რინკევიჩს, ხოლო 24 სექტემბერს კი, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.  შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.  

ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი რჩება

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს. „ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია საქართველოს უნარზე, მოახდინოს რეფორმებზე ფოკუსირება და ხელი შეუწყოს ევროპულ ღირებულებებს,“ - წერს ნაუსედა. ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია  

ნაუსედა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას, განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ის ლიეტუვაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკომისიის რეფორმებისა და რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება. ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია პროგრესის დემონსტრირება რეფორმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოების პოლიტიკური დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია. ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი რჩება ლიეტუვის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და მოუწოდა საქართველოს, არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

ნაუსედა: ისტორიული გადაწყვეტილებების შანსი გვაქვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ დღეს არის ისტორიული შანსი კარგი გადაწყვეტილებების მიღების. „ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან გაბედული გადაწყვეტილებების მიღების ისტორიული შანსი. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ბოროტად გამოიყენებენ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. „შევძლებთ თუ არა ამ პოზიტიური შედეგების მიღებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დღეს ვნახავთ. თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. ჩემი ქვეყნისთის სარგებელს იღებს ერთსულოვნების პრინციპიდან, რადგან ის არის პატარა ქვეყანა, როგორც მაგალითად უნგრეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება, თუმცა ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყნებული და საჭიროა მისი სწორად და სამართლიანად გამოყენება,“ – აღნიშნა ნაუსედამ. მისივე თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების მიმართულებით. „ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნ ნაუსედამ.  

ნაუსედა: ჩვენი მეგობრებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო

ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მეგობარი ქვეყნებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო. გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა, ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება, კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, მაგრამ წიგნის კითხვისას პირველი გვერდის გადაშლაა საჭირო, თუკი გსურთ, შემდგომი გვერდებიც წაიკითხოთ,“- აღნიშნა ნაუსედამ.  

ნაუსედა: რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას. „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინას უნდა დარჩეს. ქვეყანას, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და ბევრი დაკარგა, მორალური უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს და რა პირობებით აწარმოებს მას. ამ საკითხში გადამწყვეტი ხმის უფლება სხვას არავის აქვს,“ - განაცხადა ნაუსედამ. ნაუსედამ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეიცვლება, მაშინ ომი ხანგრძლივი, დამღლელი და პოზიციური გახდება. „ფაქტობრივად, ეს უკვე ასეა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ უკრაინის კონტრშეტევა სხვაგვარ გავლენას მოახდენდა. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობის აზრის მიუხედავად, რესურსებისა და ხალხის მობილიზება და ყველაფრის სამხედრო მიზნებისკენ მიმართვა შეუძლია. სხვა სახელმწიფოების შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ომის სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც უკრაინისთვის არასახარბიელოა,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, დროის მოსაპოვებლად რუსეთმა შესაძლოა, მოლაპარაკებების ინიციატივის იმიტაცია შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური ხრიკები იქნება.  

„ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, „საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.“ საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება „უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში," - წერს ნაუსედა თავის მხრივ, სოციალურ პლატორმა X-ზე.  

გიტანას ნაუსედა: საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს, რეაგირება უნდა მოვახდინოთ

გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას. „ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან - სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ,“ – განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით